რაც უფრო მეტად აკრძალავენ, მით მეტ ბუშტს მიიღებენ – ბათუმისადმი სოლიდარობის აქცია შსს-სთან

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, შსს-ს შენობასთანაც არიან შეკრებილი ოპოზიციური პარტიების აქტივისტები, რომლებიც ბათუმში, უწყვეტი აქციის დროს პოლიციის მხრიდან უკანონო დაკავებას აპროტესტებენ და სოლიდარობის ნიშნად ბუშტების გაშვებას გეგმავენ – საპროტესტო აქცია ამ წუთებში იწყება.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლებამ ახალი აკრძალვა შემოიღო და ხალხს აუკრძალა ბუშტების გაშვება. უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო მეტად აკრძალავენ, მით უფრო მეტი ხალხი გამოვა, უნდა მიხვდნენ, რომ ხელახალი არჩევნები არის მათი ერთადერთი გამოსავალი, საზოგადოებას ყოველთვის აქვს გამოსავალი და ყოველთვის იპოვის ამ გამოსავალს, – ამბობს აქციის მონაწილე და ერთერთი ორგანიზატორი გიორგი ონიანი.

აქტივისტები ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ბუშტებს მიიღებს ყველა ქალაქში და ეს პოლიტიკური პარტია სწორედ ბუშტებით დასრულდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გაბრაზებული ხალხი არ დაიღლება და საპროტესტო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : ნატო-ს მინისტერიალის მიერ მიღებულ დოკუმენტში მინიშნებულია, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უფრო მაღალ დონეზე უნდა გადავიდეს
შემდეგი სტატიამინდია დავითაძე – მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაქონლე ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50%-იანი შეღავათი, რომლითაც ისარგებლებს ყველა ელექტრონული განმცხადებელი საშეღავათო პერიოდის, 6 თვის განმავლობაში