რაც უფრო ხშირად მოვლენ მინისტრები პარლამენტში, მით უკეთესია თავად სამინისტროებისთვისაც და პარლამენტისთვისაც

რაც უფრო ხშირად იქნებიან მინისტრები პარლამენტში წარმოდგენილი, მით უკეთესია თავად სამინისტროებისთვისაც და პარლამენტისთვისაც, – ამის შესახებ პირველმა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შს მინისტრის პარლამენტში დაბარების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

“კონკრეტულად რა ფაქტი იყო, ამას გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება მინისტრის პარლამენტში მისვლას, მგონია, რომ რაც უფრო ხშირად იქნებიან მინისტრები პარლამენტში წარმოდგენილი, მით უკეთესია თავად სამინისტროებისთვისაც და პარალმენტისთვისაც. ვფიქრობ, პარლამენტი არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ პასუხები გაეცეს სხვადასხვა თემას, რომელზეც შეიძლება კითხვები არსებობდეს. მითუმეტეს ამ საქმესთან დაკავშირებით. მგონია, რომ არავის არაფერი აქვს დასამალი და შესაბამისად, ეს კარგი შესაძლებლობა იქნებოდა სამინისტროსთვისაც”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით გიორგი მღებრიშვილს პარლამენტში ოპოზიცია იბარებს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ცირკის შენობა შეიძლება იყიდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ სასტუმრო აშენდება
შემდეგი სტატიაშატილში ჩამოშლილი კოშკის სრულ რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომდევნო წელს დაასრულებს