რაც უფრო გრძელდება ეს პროცესი, უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება – ომბუდსმენი თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებული თავდასხმის უმოკლეს ვადებში გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველი.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა უკვე დაიწყო ღამის კლუბ ელ ცენტროში მომხდარი ინციდენტის შესწავლა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია დროული გამოძიება, რომ არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები.

ომბუდსმენი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობის აუცილებლობაზეც საუბრობს, რომელიც სამართალდამცველების თუ ყოფილი სამართალდამცველების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს შეისწავლის.

“რამდენიმე დღის დაგვიანებით მოხდა მისი დაკითხვა. ესეც გარკვეულწილად მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც პრობლემები არსებობს გამოძიებაში. მე იმედს გამოვთქვამ, რომ გონივრულ ვადაში მოხდება ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალის გარკვევა. არსებობენ მოწმეები, არის ვიდეოჩანაწერი.

“როდესაც საუბარია ერთ-ერთ კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელზე, მაღალი თანამდებობის პირზე მომხდარ თავდასხმაზე და აქ, სავარაუდოდ, ამაზეა საუბარი და გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უმოკლეს ვადებში რამდენიმე დღის განმავლობაში გასცეს ყველა კითხვას პასუხი. რაც უფრო გრძელდება ეს პროცესი, მე ვფიქრობ, უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოძრაობა “დაიცავი კონსტიტუციის” წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : აშშ-ში ვიზიტის დროს მივიღეთ მკაფიო გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე