“რაც უნდა ის მოითხოვონ. ქვეყანა თავზე ეშლებათ და მიხედონ თავის პრეზიდენტს” – ლევან მახაშვილი ფრანგ დიპლომატებზე

“რაც უნდა ის მოითხოვონ” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მახაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საკითხთა კომიტეტის წევრებზე განაცხადა, რომლებმაც საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს და თავიანთ მთავრობას ივანიშვილისა და მისი ახლო თანამოაზრეების დასანქცირება სთხოვეს.

“სანამ სხვებზე იფიქრებენ და ჯიბეებში ფულებს ჩაიდებენ საკუთარ მოსახლეობაზე იფიქრონ” – თქვა ლევან მახაშვილმა.

სანქციების დაწესებას თუ ითხოვენ ეგ მათი გადასაწყვეტია. რაც უნდა ის მოითხოვონ. ქვეყანა თავზე ეშლებათ და მიხედონ თავის პრეზიდენტს, თავიანთ ქვეყნის ბიუჯეტს მიხედონ და თავიანთ მოსახლეობას მიხედონ. სანამ სხვებზე იფიქრებენ და ჯიბეებში ფულებს ჩაიდებენ საკუთარ მოსახლეობაზე იფიქრონ. მე სხვა პასუხი მათთან არ მექნება, ამ პოლიტიკოსების მხრიდან არაერთხელ ვიხილეთ მსგავსი ტიპის ესკალაციური განცხადებები და მერე საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამის უკან დგას ხან ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ფინანსური ინტერესი, ხან სხვების,” – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში “ოცნება” სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელს აუქმებს
შემდეგი სტატია“საკუთარ დანაშაულს დამნაშავე ვერ გამოიძიებს” – სტუდენტები 6 დეკემბერს აქციას აანონსებენ