26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

“რაც უარესი “ნაცმოძრაობისთვის”, მით უკეთესი საქართველოსთვის”- გურამ მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის” თავმჯდომარე “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„საქართველოს საზოგადოებისთვის არის აბსოლუტურად უმნიშვნელო, რა მოხდება შიგნით, „ნაცმოძრაობაში“. რაც უარესი „ნაცმოძრაობისთვის“, მით უკეთესი საქართველოსთვის. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თავმჯდომარე ვინ იქნება „ნაცმოძრაობაში“, რომელიც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმედი გვაქვს, რომ გაუქმდება იმიტომ, რომ ანტისახელმწიფოებრივია… მაგრამ, ხომ ამბობს ევროკავშირის ელჩი, რომ „ნაცმოძრაობა“ ევროპული პარტიაა და ხმა მიეცით, კოალიციური მთავრობა და ა.შ. აგერ, შიდა აქტივის მიერ არჩეულ თავმჯდომარეზე დილის საუზმის მერე გადააყენა სააკაშვილმა ყოველგვარი წესების დარღვევით და პრემიერ-მინისტრი რომ ყოფილიყო, ასე უნდა გადამდგარიყო? ქვეყანას ამას სთავაზობთ? ევროკავშირის ელჩს მივმართავ – ასეთი ტიპის პარტიას, რომელსაც ბნელი წარსული აქვს?“ – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზაქრო გვიშიანი დიუშენის მედიკამენტებზე – საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული
შემდეგი სტატიამარნეულის ერთ-ერთ მეჩეთში რელიგიური საგალობელი აიათოლა ხამენეის გამოსახულების წინაშე შეასრულეს