რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მოსამართლეების გამწესება, რომ ადგილი არ ჰქონდეს კოლაფსს – მდინარაძე

თუ ახლო მომავალში უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნა არ დაიწყება, სასამართლო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება – ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გააკეთა.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლებიც მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით დაბრუნებას ითხოვენ.

მდინარაძის განცხადებით, ​უზენაეს სასამართლოში ახლო მომავალში მხოლოდ 7 მოსამართლე იქნება და დაახლოებით 5-6 ათასია საქმე, რომელთა განხილვასაც მოქალაქეები ელოდებიან.

„რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მოსამართლეების განწესება საჭირო რაოდენობამდე მაინც, რომ უზენაეს სასამართლოში საქმეები განხილვა არ დამუხრუჭდეს და ადგილი არ ჰქონდეს კოლაფსს. სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ კოლაფსი არ დავუშვათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : ვიზალიბერალიზაციის გაფრთხილება არანაირად არ არის დამატებითი რეგულაციების შემოღება და ადამიანების დასჯა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იმ ხალხის დროს არ მომხდარა, ვინც დღეს ამის თაობაზე ხმამაღლა გაჰყვირის