რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი – პაპუაშვილი ხაჯიშვილს

რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის დავით ხაჯიშვილის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განცხადებით, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა უმაღლესი ქართული ჯილდოთი იანუკოვიჩი, როდესაც პრეზიდენტი იყო.

„საინტერესოდ ახსენეთ იანუკოვოჩი. თქვენმა პარტიამ და თქვენმა ლიდერმა უმაღლესი ქართული ჯილდოთი დააჯილდოვა იანუკოვიჩი, როდესაც ის იყო პრეზიდენტი. რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიათუ ვინმეს არ უწერია ნათელი მომავალი ამ ფურცლებზე, სწორედ ამ დარბაზში მსხდომი ის ადამიანები ხართ – ეკა ხერხეულიძე