“რაც შეეხება პროვოკაციას “უცხოელი აგენტების კანონის” თაობაზე, “ოცნებამ” იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირების გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ამით სიტუაციის არევა სურს. მისი თქმით, ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და “ოცნებას” კანონის გატანის საშუალება არ უნდა მისცეს.

“რაც შეეხება პროვოკაციას “უცხოელი აგენტების კანონის” თაობაზე, “ოცნებამ” იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.

ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ.

არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც “ოცნებასთან” ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” ისევ ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას – თომას ჰაკერი
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს