“რაც საქართველოში ხდება, მათი ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა” – ლავროვი ოცნებას აქებს

სერგეი ლავროვის მორიგი მუქარა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ე.წ. რუსულ კანონსა და ჰომოფობიურ კანონპროექტს ქართული ოცნების მსგავსი რიტორიკით ეხმაურება და საქართელოს ხელისუფლების ქმედებებით კმაყოფილია.

ლავროვი საქართველოზე საუბრისას ისევ დასავლეთს აკრიტიკებს და დემოკრატიული ქვეყნები მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეებად გამოჰყავს. რუსი დიპლომატი, თავის ანტიდასავლურ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენებს ტრადიციებს და საერთო ღირებულებებს.

“ის რაც ხდება საქართველოში – ეს საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა და მათ მიერ იმის გააზრება, რომ ქართველ ხალხს აქვს იგივე მართლმადიდებლობის და ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც წაილეკება, წაიშლება და გაითელება იმ ე.წ. წესებით, რომელსაც დასავლეთი ყველას უწესებს – უპირველეს ყოვლისა ლიბერალური დემოკრატიის კონტექსტში. ქართველებს ეს არ აწყობთ. მათ მათ შორის არ აწყობთ ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი თავზე მოხვევა”, – თქვა ლავროვმა РБК-სთან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიCENN: გადარჩენისთვის იძულებულები ვართ რუსული კანონის რეესტრში დავრეგისტრირდეთ
შემდეგი სტატიაცესკოში აშშ-სა და ევროპის არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილ დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა