“რაც ნაკლებს ვიყვირებთ, რაც ნაკლებს ვიხმაურებთ, უკეთესი შედეგი დადგება,”-სუბარი გიორგი ცერცვაძის დაკავებაზე საუბრობს

ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმეზე განცხადებებს აკეთებენ საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის რიგებში. სოზარ სუბარის განცხადებით, ცერცვაძის დაკავების დღიდან საქართველოს შესაბამის ორგანოებს მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდათ უკრაინულ მხარესთან:

“მისი დაკავების წუთიდან საქართველოს ხელისუფლებას შესაბამის ორგანოებს ჰქონდათ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან და ეს კომუნიკაცია გრძელდება ამ დრომდე და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგსაც გამოიღებს, უბრალოდ არის საკითხები, რაზეც რაც ნაკლებს ვიყვირებთ, რაც ნაკლებს ვიხმაურებთ, უკეთესი შედეგი დადგება,”-აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ გია ცერცვაძეს უკრაინის სასამართლო ხვალ გაათავისუფლებს.

banner
წინა სტატიაშიგია ცერცვაძეს ხუთშაბათს გაათავისუფლებენ
შემდეგი სტატია„არავინ იცის ოკუპანტი ქვეყნისგან წაყენებული ბრალი რამდენად საფუძვლიანია“ – მამუკა მდინარაძე ცერცვაძის საქმეზე