„რაც ნაკლებად დაუპირისპირდებიან ჩვენი კოლეგები ევროპულ ინსტიტუტებს, მით უკეთესი“

„რაც ნაკლებად დაუპირისპირდებიან ჩვენი კოლეგები საერთაშორისო ინსტიტუტებს და ამ ინსტიტუტების ლიდერებს, მით უფრო უკეთესი იქნება მათთვის,“ – ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით ბაქრაძე, ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც უმრავლესობის დეპუტატმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა. ბესელიამ აგრამუნტის განცხადებებს არასერიოზული და დამაკნინებელი უწოდა.

„მე ნამდვილად მინდა დავარწმუნო, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის, ევროსაბჭოს პრინციპები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პირადი ან პარტიული მეგობრობა. რაც შეეხება ბატონ აგრამუნტის წარსულ რეპორტს, ასამბლეის შედეგი იყო 89-9-ზე და ამ 9 ხმის დიდი ნაწილი სწორედ ქართული ოცნების წევრები იყვნენ. მათთვის უკეთესი იქნება მიიღონ არსებული რეალობა და რაც უფრო ნაკლებად დაუპირისპირდებიან ევროპულ ინსტიტუტებს, მით უფრო ნაკლებად გააფუჭებენ საქართველო საქმეს,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ევროპელმა პოლიტიკოსებმა ამ თანამდებობაზე ესპანელი პედრო აგრამუნტი აირჩიეს. დღევანდელ მისასალმებელ სიტყვაში აგრამუნტმა გიორგი უგულავა, უკრაინელ ნადია სავჩენკოსთან ერთად მოიხსენია.

banner
წინა სტატიაშიშესაძლოა დოლარიდან ამოიღონ ფრაზა In God We Trust
შემდეგი სტატიაგურიაში მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 50 სმ მიაღწია