რაც მოვისმინე არის ის, რომ ხელით დაწერილი არ არის, ამ შემთხვევაში შეუძლებელია რეალური ავტორის შესახებ ვისაუბროთ

სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მხარეებმა თავის მტკიცებულებები და არგუმენტები წარადგინონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პროკურატურის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც „თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილს ეხებოდა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ის იმედს გამოთქვამს, რომ ყველა გარემოება საქმეზე ობიექტურად იქნება გამოძიებული.

„როგორც ვიცი გუშინ გვიან წარადგინეს ეს წერილი ადვოკატებმა პროკურატურაში. როგორც კი პარლამენტს ექნება შესაძლებლობა რომ გაეცნოს მას, კონკრეტულ პოზიციას შემდეგ გეტყვით. რაც შეეხება თავად საქმეს, მე კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ ობიექტურად სამართლიანად იქნება შეფასებული ყველა გარემოება. როგორც ნახეთ, ბანკირებსაც მიეცათ შესაძლებლობა პარლამენტში საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებიანთ. ასე რომ, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მხარეებმა თავის მტკიცებულებები და არგუმენტები წარადგინონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის შეუძლებელია საუბარი იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს წერილის რეალური ავტორი, რადგან წერილს არ აქვს მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.

„მე არ მინახავს ეს წერილი, შეფასებები რაც მოვისმინე არის, რომ წერილს არ აქვს საიდენტიფიკაციო ნიშნები – ის არ არის ხელით დაწერილი. შეუძლებელია ამ შემთხვევაში პირდაპირ ვისაუბროთ წერილის რეალური ავტორის შესახებ“, – აცხადებს თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშივახტანგ წერეთელი: ეს კინო უკვე ნანახი მაქვს… პირველი სერია გადავიტანეთ
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი: წერილის პირდაპირი ადრესატი იყო არა მამუკა ხაზარაძე, არამედ ავთანდილ (ჭუტა) წერეთელი