“რაც მოხდა, იყო ძალიან დიდი შოკი და იმედგაცრუება”

ძალიან დიდი შოკი და იმედგაცრუება იყო, რაც მოხდა, ეს არის მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება, გამოეტანათ, რასაც ვერ შევეგუებით, – ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თამილა ლაფანაშვილი კვლავ მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის ირგვლივ მაქსიმალურად გააქტიურდნენ.

„ის ისჯება იმისთვის, რისიც სჯერა, მას არანაირი კრიმინალი არ ჩაუდენია. ჩვენ ისევ მივმართავთ ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რადგან მაქსიმალური გააქტიურება უნდა მოხდეს. ეს არის ღირსების საქმე, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლის ვალია ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ბერკეტის გააქტიურებას, ბრძოლა მაქსიმალურად იქნება გააქტიურებული და ვითხოვ პრემიერთან პირად შეხვედრას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება. ჩემი თხოვნაა, რომ დღეს მოხდეს შეხვედრა“ ,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, დავით ასათიანთან და შვილებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ოპოზიცია მთლიანად ჩამოკიდებულია მიხეილ სააკაშვილზე, რაც მათი პოლიტიკური ლუსტრაციაა”
შემდეგი სტატიასასამართლომ დავით ქაცარავა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა