ის, რაც მოხდა არის ზეწოლა, ტერორი, დაშინება და არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადამიანების ნარკოტიკების მოხმარებასთან

ელენე ხოშტარია:

,,ის, რაც მოხდა არის ზეწოლა, ტერორი, დაშინება და არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადამიანების ნარკოტიკების მოხმარებასთან თუ რაიმე კანონის დარღვევასთან’’
ევრიოპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას კომენტარი ჯგუფ ,,ბირჟა მაფიის’’ წევრების დაკავებასთან დაკავშირები
,,ეს არის პირდაპირ ვიღაცის დაკვეთით დაკავებული ადამიანების დაშინება იმიტომ, რომ ვირაცას რაღაც არ მოეწონა. მსგავსი რამე პირველ რიგში დაუშვებელია და ეს ადამიანები უნდა გამოვიყვანოთ ჩვენ ციხიდან აუცილებლად. არავის ეგონოს, რომ ჩაცხრება ტალღა ან ვიღაცას გადაავიწყდება. ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს და გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ ეს ბიჭები გამოვლენ ციხიდან. აბსოლუტურად დაუშვებელია, რომ ხელისუფლებამ როდისმე გაიფიქროს, რომ განსხვავებული აზრის, გემოვნების, ან რაიმე საქციელის გამო რომელიმე მოქალაქეს მოექცევა ასე. ეს არ არის პოლიტიკური პროტესტი. მე ამ შემტხვევაში ვსაუბრობ არა როგორც პოლიტიკოსი. მე ვარ მოქალაქე, რომელიც არ დაუშვებს, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ასეთი უსამართლობის და ტერორის პერიოდი,’’ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებთ ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ საზოგადოებას აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ ინფორმაცია
შემდეგი სტატიადათო შენგელია არ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, თუმცა საზოგადოებრივი დარბაზი-აფხაზეთი შექმნა