რაც მკითხეს, ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე – ჩუბინიძე ადასტურებს, რომ 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 20, 2019 12:46

რაც მკითხეს, ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე – ჩუბინიძე ადასტურებს, რომ 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა

20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაიკითხა.

„რაც მკითხეს, ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე. აინტერესებდათ, რა დონეზე ვიყავით ჩართულები და როგორ ვმონაწილეობდი. პირადად ჩემთან ჰქონდათ კიდევ კითხვები, ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტი არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთი დასაცავი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და მგონი, აქ კითხვები არ არის, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მხოლოდ და მხოლოდ ვაძლევდი ბრძანებებს მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს. რა თქმა უნდა, არ გავცემდი ბრძანებებს სროლებზე.

რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები განლაგებულები იყვნენ პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და ასე იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი და ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში,“ – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 20, 2019 12:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,816
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics