“რაც მისი წილი პასუხისმგებლობაა მე მას ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, პირადად ვეუბნები” – ბესელია ივანიშვილზე

“ადამიანს არასოდეს ვუკარგავ სიკეთეს, ვინც არ უნდა იყოს ეს და მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ობიექტურად ბევრი სიკეთე აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული”- აცხადებს ეკა ბესელია და ამბობს, რომ ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს კადრების გავრცელების საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა.

თუმცა, როგორც ბესელია ამბობს, ის არ აპირებს გაასაჯაროოს, რა შინაარსის საუბარი შედგა მასსა და პარტიის თავმჯდომარეს შორის.

ბესელიას განცხადებით, ის თავის განცხადებებში რადიკალური არ არის, რადგან დეპუტატის თქმით, უფრთხილდება იმ შვიდ წელს, რომელიც მას როგორც პოლიტიკოსსა და ადამიანს გუნდთან აკავშირებდა.

“ყველას მაგივრად პასუხის მოთხოვნა არასწორია, მაგრამ რაც მისი წილი პასუხისმგებლობაა მე მას ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, პირადად ვეუბნები და არ მიჭირს მასთან ამაზე საუბარი. პასუხისმგებლობაა მისი, პირველ რიგში როგორც პარტიის ლიდერის და თავმჯდომარის, რომ ეს შიდა საკითხები, რომლებიც ისე გაღრმავდა რომ გარეთ გამოვიდა, ეს როგორღაც ისე დალაგდეს ,რომ სამართლიანი იყოს გადაწყვეტილებები,“-ამბობს ბესელია.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა
შემდეგი სტატიალაშა გოგიასა და გია გულორდავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერი კანონის დაცვითაა მოპოვებული