რაც მეტად აიწევა ხოლმე თემა მედიაში და მეტად მიდის გამოყენება, მით უფრო რთულდება ადამიანის გათავისუფლება – მდინარაძე ბებუაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატ, მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს რას აკეთებს ხელისუფლება ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად. მდინარაძემ თქვა, რომ რაც უფრო მეტად ხდება თემის “აწევა” მედიაში და მეტად ხდება ამ თემის “გამოყენება”, მით უფრო რთულდება უკანონო ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლება.

“გვიწევს ხოლმე ხანდახან იმის საუბარი, რომ დრამატიზირება, კიდევ უფრო მეტი ისედაც ცუდი მდგომარეობა როცა არის, ხანდახან არა თუ ხელს უწყობს, იმას, რომ ეს ადამიანები დახსნილნი იქნან უკანონო პატიმრობიდან, არამედ ამძაფრებს ხოლმე კიდევ უფრო სიტუაციას და თქვენ ჩვენ გთხოვთ ხოლმე, რომ რაღაცნაირად ობიექტურად გაშუქდეს ეს და არ იყოს, რომელიღაც ოპოზიციური პარტიის, თუ პარტიული მედიის მხრიდან გამოყენებული ნეგატიური პიარისთვის და მხოლოდ ამ მიზანს არ უნდა ემსახურებოდეს. ამის მიზანი რომ იყოს მისი გათავისუფლება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რაც უფრო ისედაც ცუდი ამბის, საშინელი ამბის დრამატიზება ხდება და რაღაც სხვა მიმართულებით წაყვანა, ეს მერე ხელს უშლის სუს-საც, მეგობარსაც, პარტნიორსაც, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებსაც ამ საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტაში.

საოკუპაციო ხაზზე იმ მავნებლობას, ოკუპაციას, ადამიანების გატაცებას, რაც უფრო მეტად აიწევა ხოლმე თემა, ასე ვთქვათ, მედიაში, და მეტად მიდის გამოყენება ამ თემის, მით უფრო რთულდება ხოლმე ამ ადამიანის გათავისუფლება, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და ყველას ვთხოვ ეს ამბავი გაითვალისწინოს”, – თქვა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის სესიაზე ჩემი გამოსვლისას მთავარი აქცენტი გაკეთდება არაღიარების პოლიტიკაზე, მის გაძლიერებასა და უსაფრთხოების გამოწვეებზე
შემდეგი სტატია„ჰამასთან“ ომში დასახმარებლად აშშ-მა ისრაელში ოფიცერთა ჯგუფი, მათ შორის სამვარსკვლავიანი გენერალი გაგზავნა