რაც მამუკა ხაზარაძეს აქვს ბრალად წაყენებული, იგივე წარმატებით შეუძლიათ საკუთარ მინისტრს, ნათია თურნავას წაუყენონ

„ მე ხელისუფლების მიმართ მექნება კითხვები. რაც მამუკა ხაზარაძეს აქვს ბრალად წაყენებული, იგივე წარმატებით შეუძლიათ საკუთარ მინისტრს, ნათია თურნავას წაუყენონ, მითუმეტეს რომ ანალოგიური სქემებია იქაც. თან, ეს საქმე დიდი ხნის წინაა დაწყებული და ჩვენებებიცაა მიცემული.
სადაც ჩანს, რომ 2012 წლამდე, ძალიან ვბევრ ისეთ საქმეშია ბრალდებული , რასაც ხელმძღვანელობდა თურნავა და მისი გუნდი.ისინი კი, ვინც თავს დაზარალებულად ცნობს, მათი საქმე წინ არ წაწეულა. ანუ, არ შეიძლება შერჩევითი სამართალი. თუ ხაზარაძე დამნაშავეა, იგივე დანაშაულის ჩამდენია თურნავა და არა „წარმატებული“ მინისტრი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის „აღმშენებელი“, როგორადაც ახლა გვიხატავენ.
როგორც აშენეს ეკონომიკა ჩანს! ერთი დოლარი 2,91 ლარს აჭარბებს!
მოკლედ, ხელისუფლება უფრო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს, როდესაც ასეთ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს.
მითუმეტეს, რომ ექვსი თვე გავიდა იმ პირველი განაცხადიდან დღემდე. როგორც ვიცი არანაირი ახალი გარემოება არ გამოკვეთილა და თუ ასეთი მძიმე დანაშაულია, პროკურატურას ცოტა უფრო სერიოზულად უნდა ემუშავა.
თორემ, ჩვენ უკვე ვნახეთ, მელიას შემთხვევაში, 93 დეპუტატმა როგორ უპასუხისმგებლოდ დაუჭირა მხარი მის პატიმრობას, რაც მოგვიანებით სასამართლომ არ გაითვალისწინა.
და ფინალში გამოვიდა, რომ მურუსიძის სასამართლო უფრო „სულგრძელი“ აღმოჩნდა და გამჭრიახი, ვიდრე მთელი ჩვენი პარლამენტი. ამიტომ, დაველოდოთ, გაიზიარებს თუ არა სასამართლო პროკურატურის ბრალდებას.

რაც შეეხება პირადად ხაზარაძეს, როდესაც მან პოლიტიკაში მოსვლაზე გააკეთა განაცხადი, მაშინვე ვთქვი, რომ მას თავისუფალი საქართველო ნაკლებად ადარდებს და მხოლოდ საკუთარი ფინანსების, საკუთარი ფულის დასაცავად უნდა პოლიტიკაში მოსვლა.
რადგან, თავისუფალი საქართველო იწყება თავისუფალი საზოგადოებით!
არა ვალიანი და არა დამონებული ადამიანებით! რაშიც ლომის წვლილი, სხვათაშორის, ხაზარაძესაც მიუძღვის.
სწორედ ხაზარაძის დამსახურებითაა ძალიან ბევრი ადამიანია უსახლკაროდ დარჩენილი, ბიზნესდაკარგული. ბევრიც, მართალია ნაცების დროს, მაგრამ ციხეშიც მოხვდა. მათი სახელები კი, ყველასთვის ცნობილია.

ისიც საინტერესოა, დაგირავებული 20 მილიონიდან ამონაგები 70 მილიონი ანაკლიაში მიაქვს თუ პოლიტიკაში?
რადგან, დღეს არც ანაკლიის ზუსტი ღირებულება ვიცით და არც ის ფინანსები სადაა, რომელიც უნდა მობილიზდეს.
იმაზეც დიდი ხანია შევთანხმდით, რომ ეს პორტი არის პოლიტიკური და არა კომერციული მნიშვნელობის. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს.

და ბოლოს, როდესაც გამოდიხარ და ამბობ, რომ მარტო ხაზარაძე კი არა, საქართველო ვარო, მინიმუმ მორიდებული უნდა იყო.
ილია ჭავჭავაძეს არ შეუდარებია თავისი თავი ქვეყანასთან, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პროექტები აქვს განხორციელებული.
ისე, ივანიშვილსაც არანაკლები პროექტები აქვს განხორციელებული.
3-4 მილიარდი დახარჯა ქართულ პროექტებში, მაგრამ საბოლოოდ მივიდა იქმადე, რომ დღეს მისი სახეები სწორედ ის „ნაცები“ არიან, ვისაც ებრძოდა.
ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ვერც ივანიშვილი ვერ გახდა საქართველოს სახე და ერთი ადამიანით არასოდეს არ არის და არც იქნება ამ ქვეყნის მომავალი!
საქართველო კი, კიდევ ბევრს გაუძლებს. ამ დროებით რყევებსაც და ამ გამოცდილებით უფრო გაბრწყინებული გამოვა მდგომარეობიდან,”-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

 

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაში – „კურიერი“ მომწონს, არაფერს ვცვლი, შევეცადოთ, უფრო მაღალი სტანდარტი იყოს
შემდეგი სტატიაპაატა სალია – ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია იმ დოკუმენტზეც, რომელიც ოქრუაშვილმა ბერლინის შეთანხმებაზე ხელმოწერის შესადარებლად ექსპერტიზაზე წარადგინა