რაც მალე დასრულდება ეს ომი, მით უკეთესი იქნება უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის – გუტერეში

“რაც მალე დასრულდება ეს ომი, მით უკეთესი იქნება უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის”, – ამ შინაარსის განცხადებას სოციალურ ქსელში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ავრცელებს.

მისი თქმით, გაერო ჰუმანიტარული ძალისხმევის მიმართ ერთგულია, მაგრამ საბოლოო ჯამში, კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები და დიალოგი იქნება საჭირო. გუტერეში იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში ძალადობა შეწყდება.

“ომი იწვევს სამგანზომილებიან გლობალურ კრიზისს – საკვების, ენერგორესურსებისა და ფინანსები მიმართულებით, რაც აზიანებს ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, ქვეყნებსა და ეკონომიკებს. რაც მალე დასრულდება ეს ომი, მით უკეთესი იქნება უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის”, – წერს გუტერეში Twitter-ზე.

banner
წინა სტატიაშიკალიფორნიის ეროვნული გვარდიის მეთაურმა აშშ-ს და სხვა დასავლელ ოფიციალურ პირებს განიხილონ უკრაინაში გამანადგურებელი თვითმფრინავების რაც შეიძლება მალე გადაცემა მოუწოდა
შემდეგი სტატია31 050 ჯარისკაცი, 1 376 ტანკი, 3 379 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი