რაც ხდება, ამოუხსნელი ნაძირლობაა. გამოკეტეს ოქრუაშვილი, რადგან მასში სიმართლესა და სამართალს ხედავენ – მაჩალიკაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 30, 2019 12:55

რაც ხდება, ამოუხსნელი ნაძირლობაა. გამოკეტეს ოქრუაშვილი, რადგან მასში სიმართლესა და სამართალს ხედავენ – მაჩალიკაშვილი

რაც ხდება, ამოუხსნელი ნაძირლობაა, გამოკეტეს ოქრუაშვილი, რადგან მასში სიმართლესა და სამართალს ხედავენ, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაჩალიკაშვილის თქმით, 20 ივნისს პარლამენტთან აქციაზე არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„როცა ადამიანში ხედავენ ვაჟკაცობას, ხელისუფლებას ეშინია. რაც ხდება, ამოუხსნელი ნაძირლობაა. გამოკეტეს ოქრუაშვილი, რადგან მასში სიმართლესა და სამართალს ხედავენ. არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია 20 ივნისის ღამეს აქციაზე. მორის მაჩალიკაშვილის დაკავება ნიშნავს, რომ ჩამოაშორონ ბიძას და რაღაცით მევაჭრონ. მისი ბიძისთვის დაურეკავთ ხეობაში, მორისის დაკავებამდე და უთქვამთ, კარავი თუ გაიშლება, ჰუსეინს დავიჭერთო. ეს სისტემა უნდა დაინგრეს, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. ყველა პატიმარი უნდა იყოს გათავისუფლებული, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 30, 2019 12:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics