რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა, ძალიან ცუდია, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს

ყველა დამნაშავე აგებს პასუხს იმის მიხედვით, რა გამოიკვეთება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ზუგდიდში გუშინ მომხდარ ინიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან კალაძის თქმით, ინციდენტის არც ერთი მონაწილე არ ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი.

„იქ მყოფი არც ერთი ადამიანი არ იყო პარტია „ქართული ოცნების“ წევრი. მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდია. ეს მიდგომა, დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მსგავსი ქცევების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მოკვლევა. ყველა დამნაშავე აგებს პასუხს იმის მიხედვით, რა გამოიკვეთება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გუშინ ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან, როდესაც მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში – “ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე დაწყებული შელაპარაკება დაკავებებით დასრულდა
შემდეგი სტატიაეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია არ აკონკრეტებს, უცხო სხეულს ვინ უწოდებდა