რაც გუშინ ვნახეთ, აზიანებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტერესებს – ხოშტარია ბათუმში დაკავებებზე

პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტერესებს აზიანებს.

ხოშტარიას თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი შეავსო, საქართველოს დემოკრატიის კუთხით გამადიდებელი შუშით აკვირდებიან.

“ის მოვლენები, რომელიც ჩვენ გუშინ ვნახეთ და რომელიც ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, არის არასასიამოვნო, ეს დამატებით აზიანებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტერესებს. მე მინდა გამოვთქვა ჩემი მხარდაჭერა, ჯერ კიდევ ციხეში მყოფი დაკავების იზოლატორებში მყოფი კოლეგების მიმართ, მე რამდენიმე ხანში ვაპირებ ბათუმში ჩასვლას და მათ შევხვდები, სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შორის და მინდა აქტივისტებს ესმოდეთ, რომ მსგავსი საქციელის ფასი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ტელევიზორში დანახული უსიამოვნო სიუჟეტი”,- თქვა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიეროვნულ სკრინინგ ცენტრში ოჯახის ექიმებისთვის ტრენინგი ჩატარდა
შემდეგი სტატიაუკრაინაში IRI-ის გამოკითხვით, უკრაინის დახმარების მიხედვით, საქართველო პოლონეთთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად, პირველ ოთხეულშია