რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას და პოლარიზაციის რისკებს ზრდის – კარლ ჰარცელი

რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას და პოლარიზაციის რისკებს ზრდის – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფებოდა. როგორც ჰარცელმა აღნიშნა, მან გუშინაც თქვა, რომ პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრა პოლარიზაციის რისკებს გააძლიერებდა და ამის ნიშნები სახეზეა.

„მე გუშინაც ვთქვი, რომ შეშფოთებული ვარ, რადგან პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრა დააზიანებდა ნდობას პოლიტიკურ პარტიებს შორის და გააჩენდა პოლარიზაციის გაძლიერების რისკებს. ეს კენჭისყრა ჩატარდა და ახლა ჩემს მიერ ნახსენები შედეგების ნიშნებს ვხედავთ. ეს სამწუხაროა. დღეს მე მაქვს დისკუსია სხვადასხვა მხარესთან. ეს მნიშვნელოვანია, რათა გამოსავალი მოიძებნოს. ვისაუბრე სპიკერთან და პარტიის თავმჯდომარესთან, გავაგრძელებ შეხვედრებს ოპოზიციასთან და სხვებთან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი : წარმოიდგინეთ, მე და ეკა ბესელია ერთად ვისხედით გუშინ
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ოფისში ბრიფინგი ჩაინიშნა