30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – დათუნაშვილი

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ აღმასრულებელი მდივნის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას მიმართ “ტერორის და შურისძიების კაპანია” მიმდინარეობს. 

“უდიდესი ბოროტებაა ის, რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება. პათოლოგიური გაჯიუტება, რომ პოლიტიკურ პატიმრებად აიყვანო ადამიანები, შემდეგ მათ დაუნგრიო ჯანმრთელობა, ფსიქიკა, არის ჩვეულებრივი ტერორის კაპანია, რომელსაც არავითარი რაციონალური არჩეული არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ამას „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერისთვისაც კი, არავითარი რაციონალური სარჩული არ აქვს. ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე. უმახინჯესი ცინიზმია ის განცხადება, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა, თითქოს ასეთი შეიყვანეს. ანუ, საქართველოში არსებობს სასამართლო, რომელიც არ ითვალისწინებს [გარემოებებს] და აბსურდულ დანაშაულზე, ფლომასტერით ბანერზე რაღაცის მიწერაზე, აუცილებლად უნდა იყოს 1-წლიანი პატიმრობის სასჯელი ადამიანისთვის, რომელსაც ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს?! ამას ამბობს პენიტენციური სამსახური, რომ სასამართლომ ეს დაუშვა?! ეს არის 1937 წლისთვის და სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტება, რაც ხდება ელენეს თავზე,“ – განაცხადა დათუნაშვილმა.

დღეს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.

შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.

banner
წინა სტატიაშიტიკტოკ-ლაივში ეჭვიანობის გამო, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს სასტიკად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო
შემდეგი სტატიამაკგრეგორი თოფურიაზე: ახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. საკუთარი თავისთვის ბევრი კითხვის დასმა მოუწევს