რაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება – მეუფე ვახტანგი

ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეკლესიის წინააღმდეგ „შეთქმულებას“ უწოდებს.

„რაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე, ეს არის და ეს. მაგრამ მადლობა ღმერთს პატრიარქი კარგად არის, დაბრუნდა. ყველაფერი დალაგდება, გაირკვევა და ყველას თავისი ადგილი ექნება ამ ქვეყანაზე,“ – განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

საპატრიარქოში შესვლამდე მეუფე ვახტანგმა ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძეზე ისაუბრა.

„ნუ გავხადეთ მამა გიორგი მოწამე, არის ჩვეულებრივი რიგითი სასულიერო პირი, როგორც ყველა, გაირკვევა სიმართლე. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ გაირკვევა ყველაფერი დალაგდება,“ – განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

მან ასევე ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ სენსაციებისგან თავი უნდა შეიკავონ.

„არ გვინდა ეს სენსაციებით აგება, ავაგოთ ვიღაცის რაღაც კომპრომატები და ა.შ. ყველაფერი კარგად იქნება“ – განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის თქმით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმცია დაირღვა
შემდეგი სტატიადეკანოზი პატრიარქთან შესახვედრად მზად არის – ადვოკატი გაუთქმელობის პირობას არ თანხმდება