რაც დაწერილი იყო, ალბათ, კარგად არ გქონდათ წაკითხული – ღუდუშაური მსხილაძეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, “ქართული ოცნების” სამზნე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანია.

“ქართული ოცნების” წევრმა ალუდა ღუდუშაურმა გიორგი მსხილაძეს უთხრა, რომ მან “დაწერილი ტექსტი კარგად ვერ წაიკითხა”.

“თქვენ შესავალში ახსენეთ, რომ დღევანდელი დღე მძიმე არისო. ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ რაც დაწერილი იყო, ალბათ, კარგად არ გქონდათ წაკითხული – სიმართლე გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ ბევრი კუთხით წაკითხვაც გაგიჭირდათ, – მიმართა ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს.

დეპუტატმა გიორგი მსხილაძეს მოუწოდა, დაასახელოს კონკრეტული მუხლი, რომლითაც შეიძლება მედიასაშუალებას, ან არასამთავრობო ორგანიზაციას პრობლემა შეექმნას, ან მისი საქმიანობა შეიზღუდოს.

banner
წინა სტატიაშითუ გაქვთ შესაძლებლობა, ვენეციის კომისიის დასკვნიდან მოიყვანოთ კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ციტატები – წითლიძე
შემდეგი სტატიანუ გაჰყვებით მას ამ მავნებლობაში და უცხო ქვეყნის მსახურებაში – სუბარი მსხილაძეს