“რაც ჩვენ ვიხილეთ უმრავლესობის მხრიდან გუშინ, პრაქტიკულად იყო პირდაპირი წახალისება ძალადობის” – გიგა ბოკერია

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

რუსთავი 2-თან განვითარებულ მოვლენებს და “ქართული მარშის” ქმედებებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება. ბოკერიას განცხადებით, ,,ქართულ მარშთან’’ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან თანამშრომლობს და მათ ქმედებებს ხელისუფლება არ სჯის. მისი თქმით, ,,ქართული მარშის” ძალადობა წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან და არც ამ თავდასხმას მოჰყვება ადეკვატური რეაგირება:
“ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან თანამშრომლობს ,,ქართულ მარშთან’’. მათ ერთი პოზიცია აქვთ ბევრ საკითხში და ხელისუფლებაც დაუსჯელობის ყველაზე დაბალი სტანდარტით უდგება ,,ქართული მარშის’’ მოქმედებას. ყველას გვახსოვს პოლიტიკური მხარდაჭერის განცხადებებიც და ისიც, თუ როგორ იყენებდა ხელისუფლება ,,ქართულ მარშს’’ პოლიტიკური ოპონენტების და უმცირესობის წინააღმდეგ გუშინდელი რეაქცია რაც ვიხილეთ ტოლობის ნიშნის დასმა იყო მსხვერპლსა და თავდასხმას შორის. ეს არის პირდაპირ წახალისება ამ ძალადობის . ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს პრობლემა გადაწყდება მხოლოდ მაშინ როდესაც ,,ქართული ოცნების’’ გუნდი იქნება ჩამოშორებული არჩევნების გზით. ხელისუფლებას ეს ჯგუფები სჭირდება საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ისიც ,რომ ასეთი დაჯგუფებები დაკავშირებულები არიან ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან მსოფლმხედველობით, შეხედულებებით ,მათ საქმეს აკეთებენ და სიძულვილს ქადაგებენ. ძალადობენ ხალხზე , ოპონენტებზე და სხვადსხვა უმცირესობებზე.” განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშითუ თავდამსხმელები არ დაისჯებიან, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ ამ ძალადობის უკან ხელისუფლება დგას
შემდეგი სტატიაგუდაურის საბაგიროზე საერთაშორისო კომპანიამ ძირითადი მოკვლევა დაასრულა