„რაც ბოლო პერიოდში წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, რატომღაც ყველაფერი არჩევნების თემას უკავშირდება”

შს მინისტრის მოადგილე ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ბრალის წარდგენისა და გირაოს შეფარდების საკითხს ეხმაურება.

ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ გამოძიების მიერ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა არჩევნებს არ უკავშირდება. მეზვრიშვილის თქმით, რატომღაც ისეთი ტენდენციაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა მოვლენა საზოგადოების მიერ არჩევნებთან არის დაკავშირებული.

„რაც ბოლო პერიოდში წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, რატომღაც ყველაფერი არჩევნების თემას უკავშირდება. ანუ მათ შორის ალბათ ესეც ამიტომ დაუკავშირა საზოგადოებამ ამ საკითხს. ვერ გეტყვით, დაველოდოთ პროკურატურის განცხადებას,“-ამბობს მეზვრიშვილი.

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.საქმე ეხება გასულ წელს “ელცენტროში” მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა.

საქმე ძიებაში წელიწადი და 7 თვის განმავლობაში იყო, თუმცა ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი მხოლოდ გუშინ წარუდგინეს. უფლებადამცველის ინფორმაციით, ფარცხალაძისთვის გირაო ბრალდების მხარემ მოითხოვა. ყოფილი მთავარი პროკურორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშიკურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება
შემდეგი სტატია„გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა, სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებისთვის ხდება დამამძიმებელი გარემოება“