რაც არ უნდა მიადონ ყური ივანიშვილმა და სხვებმა მიწას და ეძებონ რევოლუციის გუგუნი, ისინი მაინც მიიღებენ საარჩევნო რევულიციას – გოცირიძე

რაც არ უნდა ყური მიადონ მიწას ივანიშვილმა და სხვებმა და ეძებონ რევოლუციის გუგუნი, როგორც ეს ცნობილ ფილმშია, ისინი­ მაინც მიიღებენ საარჩევნო რევოლუციას და არჩევნების გზით წავლენ ხელისუფლებიდან,- ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან ხელისუფლების განცხადებებს ოპოზიციის დესტაბილიზაციურ გეგმებთან დაკავშირებით.

“ამ ხელისუფლების სულელური განცხადებები რევოლუციასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო წინასაარჩევნოდ მოქალაქეების დაზაფვრის მცდელობა, ახლა არავის აღარაფრის ეშინია. ყველამ ყველაფერი გააცნობიერა. თუკი ვინმეს რაიმე ეჭვები ჰქონდა, დაინახა გუშინ ვისთან გვაქვს საქმე. არ ტყუვდება ეს ხალხი, რაც არ უნდა იძახონ “რევოლუცია”, როგორც ცნობილ ფილმშია, რაც არ უნდა მიადონ ყური ივანიშვილმა და სხვებმა მიწას და ეძებონ რევოლუციის გუგუნი, ისინი მაინც მიიღებენ საარჩევნო რევულიციას და არჩევნების გზით წავლენ ხელისუფლებიდან,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიქვეყნის 6 ქალაქში, სუს-ის ოფისები ბლოკირებულია – “გირჩი- მეტი თავისუფლება”
შემდეგი სტატიაკოვიდინფექცია -ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ – ირაკლი კოვზანაძე