რაც არ უნდა იყოს მაინც მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის-ირაკლი ოქრუაშვილი

რაც არ უნდა იყოს მაინც მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის. მიუხედავად იმისა, რომ ექვსი წელი გვატყუა, მათ შორის, ექვსჯერ მაინც პირადად მომატყუა, მაინც მადლობა უნდა ვუთხრა მას. რისთვის? ახლავე აგიხსნით.-წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ამ განცხადების მიზეზს განმარტავს

“არჩევნების წინა დღეს მეგობრებთან ერთად ცოტა მეტი მომივიდა. დილას ისეთ “პახმელიაზე” ვიყავი, სარკეში რომ ჩავიხედე შემეშინდა, ხელი არ ამიკანკალდეს და სხვა რამე არ შემოვხაზომეთქი. შუათანა შვილს ვთხოვე, მამა მოდი არჩევნებზე წავიდეთ, ჩემს მაგივრად შენ შემოხაზე, რა იცი ხელი არ გამექცეს და ცვლილების მაგივრად ჭაობს არ მივცე ხმათქო. არ დაუზარია, წამომყვა და ჩემს მაგივრად გააკეთა არჩევანი.

ტელეფონი მძღოლთან მქონდა დატოვებული. ისიც ჩემნაირი იუმორის პატრონია. ხოდა იფიქრა გავემასხრებიო. მანქანაში რომ ჩავჯექით, ტელეფონს მაწვდის, ბიძინა გირეკავთო. მე ვიფიქრე გორელი ბიძინაა თომაშვილიმეთქი და ვუპასუხე.

აი მანდ მოხდა რაც მოხდა. გამარჯობათ მე ვარ ბიძინა ივანიშვილიო, რომ დაიწყო, ჯერ მანქანის სარკეში ჩავიხედე “ბელაია გარიაჩკა” ხომ არ დამეწყოთქო. მერე ბავშვს შევხედე. მოკლედ, მომენტალურად გამოვედი პახმელიაზე ალკოჰოლური ჩარევის გარეშე.

მადლობა ბატონო ბიძინა, რომ არჩევნების დღეს, ეს მილიარდელი კაცი ასი გრამი კონიაკის ტოლფასი გახდით ჩემთვის.”-წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

banner
წინა სტატიაში“კანონიერი ქურდი” ნუკრი გალსკი უკრაინიდან გააძევეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი უკრაინულ არხზე გადაცემას წაიყვანს