13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

“რაც არ აწყობდათ, ის არ დადეს”- გიორგი დავითაძის დედა პენიტენციურის მიერ გავრცელებულ კადრებზე

მსჯავრდებული პატიმრის, გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ვიდეოს ბევრი ნაწილი აკლია.

ბევრი ნაწილი აკლია, 5 ფაილია, როგორ შეჰყავთ გიორგი, როგორ არის მასზე ზეწოლა, გადაგრეხილ მდგომარეობაში, საწოლზე გადაკუზვით როგორ აწვენენ და ზემოდან ახტება 10 კაცი. ერთი მხრიდანაა მხოლოდ კადრი აღებული, რა თქმა უნდა, რაც არ აწყობდათ, ის არ დადეს. სადაც კარგად ჩანს კვარაცხელია[ბადრაგი], ხელის მოძრობით რასაც აკეთებს, არ მინდა გამეორება, გული მაქვს ცუდად, ეს არის მათთვის გაუპატიურება, სინდისის აყრა, ჰგონიათ, რომ ამით გიორგის სინდისი აყარეს, მაგრამ ვერ ეღირსებიან! ჩემგან გადაეცით, წავიდნენ და თავიანთ დედებს, შვილებს და თავიანთ ახლო ნათესავებს გაუკეთონ ეს ყველაფერი, როგორ მოეწონებათ!

სასწრაფოდ, პასუხისგებაში იქნას მიცემული ტრაპაიძე, სასწრაფოდ დაატოვებინონ თანამდებობა ასეთ მოძალადეს, რადგან იქ სხვა პატიმრებიც საშინელ დღეში არიან. დარწმუნებული ვარ, ახლა პატიმრებს დააწერინებენ, რომ იქ ყველაფერი კარგადაა, ეს ტრაპაიძეს არაერთხელ გაუკეთებია, ეს არ დაუჯეროთ. ისინი ზეწოლის, გაუპატიურების, ცემის მსხვერპლები არიან. ვიცი ბევრი მშობელი, რომელიც საუბრობს, მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში რა ხდება.

ვერავინ დამაჯერებს, ტრაპაიძის ციხეში, სადაც თვითონ არის დირექტორი, ამას ბადრაგები თვითნებურად სჩადიოდნენ. ეს არის მათი აპრობირებული ხერხი და დავალება აქვთ მიცემული, ვისზე, როგორ იძალადონ. გიორგის უთხრეს, „გარედან შემოგითვალეს, თუ ჭკვიანად არ იქნები, მერე იქნება შემდეგიო“. შემდეგი, ვიდრე მის ოჯახებში არ მივალ და შემდეგს ვაჩვენებ, იქამდე ეტყობა, არ გაჩერდებიან“, – აცხადებს დავითაძე “ინტერპრესნიუსთან”.

კითხვაზე, თუ ვისზე აქვს ეჭვი, პატიმრის დედა აცხადებს, რომ ამ ყველაფრის ავტორი პოლიციელი შალვა ფერაძეა, რომლის გამოც, ახლა მისი შვილი 17-წლიან სასჯელს იხდის.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
შემდეგი სტატიაუკრაინა ცეცხლის შეწყვეტის ოთხ წინადადებას განიხილავს