“რაც ამ წუთებში პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და შეიძინა ანტიკონსტიტუციური ხასიათი” – კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე მოვლენები პარლამენტზე ძალისმიერი შტურმის მცდელობად შეაფასა.

“ის რაც ამ წუთებში პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი, პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველო პარლამენტზე. მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს არ აყვნენ ავანტურისტ პოლიტიკოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები. პოლიცია, ძალოვანი უწყებები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებენ, საზოგადოებრივი მართლწესრიგის, კანონიერების და კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად. მოგიწოდებთ ყველას გამოიჩინოთ კეთილგონიერება და ნუ მივცემთ ჩვენს საერთო მტერს საშუალებას ბოროტად ისარგებლოს ამით.“- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ახლა სახელმწიფოს უნდა დავუბრუნოთ ღირსება”- მელია
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე პარლამენტში მივიდა