33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

რა ვითარებაა ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე

წუხანდელი უამინდობის გამო ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ჩამოწოლილია მეწყერი, ადიდებულია პატარ-პატარა ხევები (ფშავის ნაწილში) – ინფორმაციას და ფოტოს ფეისბუქ გვერდი ფხოვი ავრცელებს. 

სოციალურ ქსელში მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ სანამ არ დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი), ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

banner
წინა სტატიაში“მდინარე ილტო სანაპიროებს ანგრევს და სოფელს უახლოვდება”- სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება
შემდეგი სტატიაიქირავე ბინა დღიურად ან გააქირავე ბინა დღიურად – როგორ ამარტივებს Bina24 უძრავი ქონების ონლაინ ძიების პროცესს