11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

რა ვითარებაა ონის გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების შესწავლის მიზნით, სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები, მათ შორის საპროექტო სამსახურის წარმომადგენლები და გეოლოგები.

“ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გაწმენდილია; უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

ტერიტორიაზე ასევე აქტიურად მუშაობენ მეკლდეურები, მობილიზებულია სპეციალური მძიმე ტექნიკა; ადგილზე იმყოფებიან როგორც კონტრაქტორი კომპანიის, ისე საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

banner
წინა სტატიაშიბექა კობახიძე: არც ნიკოფსია ახსოვთ, არც მაზნიაშვილი, დადუმებულები არიან რუსეთის სიყვარულში
შემდეგი სტატია“იმედი აქვთ, რომ ხალხი ბნელია” – გია ნოდია სურსათის ფასებზე ატეხილ აჟიოტაჟზე