რა უთხრეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა ვიცე-პრემიერს და რა პასუხი მიიღეს მათ ლევან დავითაშვილისგან

რა უთხრეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა ვიცე-პრემიერს და რა პასუხი მიიღეს მათ ლევან დავითაშვილისგან – შეხვედრის დასრულების შემდეგ “დღის ამბებთან” შალვა ალავერდაშვილი მთავარ გზავნილებზე საუბრობს.

როგორც ალავერდაშვილი ამბობს, ვიცე-პრემიერთან შესული ტურიზმის სფეროს ყველა წარმომადგენელი პირდაპირ ამბობდა, რომ რუსული კანონი საბოლოოდ არ უნდა დამტკიცდეს, რადგან ის სფეროზე უკვე ახდენს ნეგატიურ გავლენას და ჯავშნები რეკორდულად სწრაფად უქმდება.

პირველი მესიჯი, რაც ყველას მხრიდან იყო, რომ ეს კანონი უნდა გაიწვიოთ სასწრაფოდ. ამ კანონმა უკვე საკმაოდ ნეგატიური შედეგები მოუტანა ჩვენს სფეროს. მას შედეგ, რაც დაინიცირდა და ამ ეტაპზეც, მაისის თვე განსაკუთრებით, ჯავშნების რადიკალური გაუქმებები დაიწყო.
შეხვედრაზე ტურისტულმა კომპანიებმა, რომლებიც ევროპულ ნაწილზე მუშაობენ, ყველამ აღნიშნა, რომ ევროპული ტურ-ოპერატორები სამწუხაროდ, ბევრ ჯავშანს,“ – ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

რა პასუხი ჰქონდა ლევან დავითაშვილს? – როგორც ალავერდაშვილი ამბობს, კონკრეტული პასუხი კანონის გაუქმებაზე მისგან ვერ მოისმინეს და ერთადერთი გზავნილი იყო ის, რომ “ჩვენ მივდივართ ევროპაში” და რომ ეკონომიკის მინისტრი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

რეალურად, თემა ასეთია, ჩვენ ვილაპარაკეთ, გადავეცით ჩვენი მესიჯი, ამის მერე რა მოხდება, არ ვიცით…
კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. ერთი მიმართულებაა, რომ „ჩვენ მივდივართ ევროპაში“ – მინდა, ვთქვა, რომ ბატონ ლევანს ნამდვილად სჯერა, რომ ევროპაში მივდივართ და მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროპაში წავიდეთ,“ – ამბობს ალავერდაშვილი.

ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ბოლო დღეებია, არ წყდება საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ აუქმებენ ტურისტები ჯავშნებს საქართველოში. სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელები ამბობენ, რომ ჯავშნები უქმდება და საგანგაშოა ივნისის ჯავშნების მინიმუმადე შემცირება.

წყარო: ტვ პირველი

banner
წინა სტატიაშიო’ბრაინი “ოცნებას”: თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ
შემდეგი სტატიაპუტინი კობახიძეს გამოექომაგა