რა უთხრა რონალდუმ კვარაცხელიას მატჩის დაწყებამდე

რონალდუ მოვიდა და წარმატებების მისურვა, ეს ძალიან დიდი მუხტი იყო ჩემთვის – ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩისშ ემდგომ პრესკონფერენციაზე კრიშტიანუ რონალდუსთან გამართული დიალოგის შესახებ საუბრობს.

კვარცხელია ამბობს, რომ პორტუგალიის თავმდამსხმელი არა მარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ საუკეთესო ადამიანიცაა.

“თამაშის დაწყებამდე კრიშტიანუ რონალდუსთან შეხვედრა იყო, წარმატებები მისურვა. ეს ძალიან დიდი მუხტი იყო ჩემთვის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის მოვიდოდა და რაღაცას მეტყოდა. როგორც საუკეთესო ფეხბურთელი ისე საუკეთესო ადამიანია და ალბათ, ამიტომ არის როგორც ფეხბურთში, ისე ფეხბურთს გარეთ დიდი პერსონა. ბევრს ვსწავლობთ ჩვენ მისგან. როცა ის თამაშის წინ მოდის და წარმატებებს გისურვებს, ეს ძალიან ამაღელვებელია და მივხდი, რომ ყევლაფეერი შესაძლებელია, ამან დიდი მუხტი მომცა”, – თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.

პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე – საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.

პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი წიტაიშვილი – საქართველომ აჩვენა, რომ დიდ ტურნირებზე თამაში შეუძლია და აქ დამსახურებულად ვართ
შემდეგი სტატიაგიორგი მიქაუტაძე – გაჩერებას არ ვაპირებთ, ევროპის ჩემპიონატი ახლა დაიწყო