რა უნდა იცოდე, თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ – საბა ბრაჭველის რჩევები

ღია საზოგადოების ფონდის იურისტი, საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს ურჩევს, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ პოლიცია სახლში მიაკითხავთ.

“პირად ჩხრეკებზე:

თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563
სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში (გაქვთ ამის უფლება). ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან
არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის გაღებას მოგთხოვენ, მაგრამ ეცადეთ, ადვოკატისთვის დრო მოიგოთ
შეგიძლიათ ასევე მოსთხოვოთ ჩხრეკის დადგენილების/განჩინების გაცნობა
ჩხრეკის მიმდინარეობისას მაქსიმალურად ეცადეთ, არ დაუშვათ, რომ სხვადასხვა ოთახებში იბოდიალონ პოლიციელებმა (ლაივის გამოყენებით. თუ გაბოდიალდებიან, ეგ მაინც კარგი მტკიცებულება იქნება)
პირდაპირ არ გაუღოთ კარი ან საერთოდ არ გაუღოთ ‘გაზის ინსპექტორს’, რომელიც მოულოდნელად გეწვიათ, ან მეზობელს, რომელსაც ნიორი შემოაკლდა დილის 7 საათზე. იყავით ყურადღებით.
ციფრული ჰიგიენა:

წაშალეთ სიგნალის აპლიკაცია და ხელახლა გადმოწერეთ
სიგნალის გარეთ თუ ლაპარაკობთ სადმე, წაშალეთ
საფუძვლიანი წაშლისთვის ყველა მონაცემის – iShredder (აიფონისთვის)
სამსახურის ლეპტოპები დატოვეთ სამსახურში, პირადი ლეპტოპები არ წაიღოთ ოფისებში
ვინც ოფისებში დადიხართ, ზედმეტი ნივთები მოაშორეთ ოფისებიდან. Clean desk policy.
და რაც მთავარია – იყავით მხნედ – პოლიციელები არიან დემენტორები და შიშს ყნოსავენ ხოლმე. ჩხრეკები ჯერ-ჯერობით სისხლის წესით დაკავებების გარეშე მიმდინარეობს” – წერს ბრაჭველი.

დღეს, 4 დეკემბერს, ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთი ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა.

ასევე პოლიცია ჩხრეკს პარტია ახალის, გირჩი-დროას და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ოფისს.

გირჩი-დროას ოფისთან ნიკა გვარამია დააკავეს.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას დაკავებას ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე ეხმიანება
შემდეგი სტატიაგახარია: ხელისუფლება რასაც აკეთებს, რეპრესიებია.. მოვუწოდებთ პარტნიორებს მოქმედებისკენ