რა უნდა გააკეთონ კომპენსაციის მისაღებად იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირებულები არ არიან

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რა უნდა გააკეთონ კომპენსაციის მისაღებად იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირებულები არ არიან.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ასეთმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარდგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი.

„მაგალითად, გადასახადის გადამხელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა, ნებართვა/ლიცენზია. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალოი“- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრულია ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.

„კომპენსაციის მოიღების მიზნით, ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მოთხოვნა“-აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიმდინარე წლის მაისიდან კომპენსაციას მიიღებენ ის დაქირავებული პირები, რომლებსაც წლის პირველ სამ თვეში, ანუ იანვარში, თებერვალსა და მარტში ერთხელ მაინც აქვთ ხელფასი აღებული
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი – მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა მომდევნო პერიოდის ამოქმედება დამოკიდებულია წინა პერიოდის წარმატებულობაზე