რა უნდა დღეს ჩვენგან დიპსტეიტს? – ზურაბ ჯაფარიძის მეორე წერილი ციხიდან

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან ეხმიანება ბიძინა ივანიშვილს წერილს, რომელიც პასუხობს აშშ-ის საელჩოს განცხადებას.

“ბიძინას წერილმა მოაღწია დაგვიანებით ჩემამდე, რომელიც პასუხობს აშშ-ს საელჩოს განცხადებას.
რუბიოს დავალებით ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილის მიღებაზე უარი იმიტომ ვთქვი, რომ შვეიცარული ბანკი (იულიუს ბეარი) არ მაძლევს ჩემს ფულსო.

შვეიცარული ბანკი არ მაძლევს ფულს და ამიტომ ამერიკის ელჩს არ ვხვდებიო.
მასანქცირებენ და მაშანტაჟებენ ქვეყნის სიყვარულისთვისო.

ანუ რუბიომ უთხრა ბესეტს, გაუჩერე იმ კაცს ფული იულიუს ბეარში სანამ… სანამ რაო?
ბლინკენი ითხოვდა გროზნოს დაარტყას საქართველომო და რუბიო რას ითხოვს? რა უნდა დღეს ჩვენგან დიპსტეიტს?”, – წერს ციხიდან ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიელჩად კი არა, მექსიკიდან გვირაბით არაა შესაშვები – გიგი უგულავა აშშ-ში საქართველოს ელჩზე
შემდეგი სტატიარუსული კანონის მხარდამჭერი ხატია წილოსანი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი იქნება