რა წერია წერილში რომელიც დონალდ ტრამპმა სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს მისალოც წერილში პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ასევე, საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას დასავლეთში. მოუთმენლად მოველი აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას რიგ საკითხებზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მტკიცე თანამშრომლობაზე. მადლობელი ვართ ავღანეთში ნატო-ს მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვისა და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც საქართველომ გაიღო. საუკეთესო სურვილებით მოგმართავთ თქვენ და ქართველ ხალხს“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.

banner
წინა სტატიაშიუწყებათაშორისი პლატფორმის შექმნა და პრაქტიკის გაზიარება – მემორანდუმი საქართველოსა და მოლდოვას შორის
შემდეგი სტატია,,საქართველო ვიზალიბერალიზაციის პირობებს ასრულებს, თუმცა ზოგიერთ სფეროში დამატებითი ზომების გატარებაა საჭირო”