29.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 9, 2026
banner

რა წერია საქართველოზე ევროპარლამენტის ანგარიშში – მარიკა მიქიაშვილის სტატუსი

“დროას” წარმომადგენელი მარიკა მიქიაშვილი შეფასებით და ანალიტიკურ სტატუსს აქვეყნებს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული ანგარიშის შესახებ და რეზოლუციის შინაარსს შიფრავს:

“ამ წამს ევროპარლამენტმა საქართველოზე 2023-2024 წლების ანგარიშს უყარა კენჭი.
მიწასთან გაასწორეს ყველაფერი, მათ შორის “ადგილობრივი არჩევნებიც!”
ძირითადი მიგნებები:
1. „ქართული ოცნება“ არალეგიტიმური, დე ფაქტო ძალაა, საქართველო კი – მიტაცებული სახელმწიფო;
2. პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, სამართლიანი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში;
3. „ქართული ოცნების“ გრძელვადიანი მიზანია საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ამოძირკვა. არალეგიტიმურმა პარლამენტმა ჩამოაყალიბა „საპარლამენტო კომისია,“ რომელიც იარაღია პოლიტიკური ოპონენტების, განსაკუთრებით კი ოპოზიციის ლიდერების კიდევ უფრო შესავიწროებლად;
4. პოლიტიკური პატიმრები დაუყოვნებლივ უნდა იქნან გათავისუფლებულნი; მზია ამაღლობელი დაკავებულია გამოგონილი ბრალდებით;
5. ადგილობრივი არჩევნების შესახებ: არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან შეჯიბრს ელის და რომ, გარდა ამისა, თვითგამოცხადებული ხელისუფლება მსგავს მონაწილეობას ახალი სტატუს კვოს აღიარებად გამოიყენებს; „ოცნებამ“ერთპიროვნულად და თვითნებურად მოირგო ადგილობრივი არჩევნების საკანონმდებლო ჩარჩო, რათა კიდევ უფრო მიიტაცოს ხელისუფლება; არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში
6. „არსებული მთავრობის პირობებში, საქართველო რისკავს, გახდეს რუსეთის ვასალი სახელმწიფო, როგორც ბელარუსი.“ „საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მეტად არის თანხვედრაში კრემლის რიტორიკასთან;“
7. სანქციები ივანიშვილს, მის ოჯახს, „ოცნების“ სისტემის წევრებს, მათ შორის დაბალი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებს, ვინც რეპრესიულ ბრძანებებს ასრულებს; „ქართული ოცნების“ ფინანსური ზურგისა და შემოსავლის წყაროს შეწყვეტა SWIFT-იდან გათიშვით ან სექტორული სანქციებით;
8. „ქართული ოცნების“ სტრატეგია შესაძლოა, სხვაგანაც იქნას გამეორებული, როგორც
სახელმწიფოს ჰიბრიდული მიტაცების სახელმძღვანელო; „ქართული ოცნების“
ქმედებები, მათ შორის რუსეთთან და სხვა ავტოკრატიებთან დაახლოება, ჩინური და ირანული კავშირები, ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა იწვევს რეგიონის დესტაბილიზაციას, რაც გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოებისთვის
9. ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე, ასევე ასოცირების შეთანხმების პირობების დაწესებით შეჩერების სცენარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას;“
10. ევროკომისია უნდა დაეხმაროს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიას.

ანგარიშში გამოყენებული ტერმინები:

არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტი; დე ფაქტო ხელისუფალნი; გაყალბებული არჩევნები – ამომრჩევლის დაშინება მოსყიდვა, დამკვირვებელთა შევიწროება; უპრეცედენტო ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ხალხის
წამება; დე ფაქტო ხელისუფალთა სისტემური ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, მათ შორის საკანონმდებლო შეზღუდვებისა და ფიზიკური ძალადობის სახით, “გამომძალველი ჯარიმები.”

აქვე ვიტყვი, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ჩანაწერს, რომ ახლა მონაწილეობა არალეგიტიმურ ხელისუფლებას სიტუაციის ნორმალიზაციის საშუალებას აძლევს, ღილაკების დაჭერითაც კი არ ყოფილა მიღებული – პირდაპირ ხელის აწევით დამტკიცდა, იმდენად ცხადი იყო უმრავლესობა”, – წერს მარიკა მიქიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტი საქართველოს რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს – რეზოლუცია მიღებულია
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე