რა ტირანიაზეა საუბარი? – შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ელჩს

,,ქართული ოცნების” პრესსპიკერრი, შალვა პაპუაშვილი, ამერიკის ელჩის განცხადებას საქართველოში ტირანიის არსებობის შესახებ არარელევანტურს უწოდებს.

“რა ტირანიაზეა საუბარი, როცა პარლამენტში 14 პარტიაა? – კითხულობს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი.

19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს და მითითება არის არალევანტური. ყველა პრეტენზიის მისამართი არის ოპოზიცია.

რაც შეეხება ტირანიას, რა ტირანიაზეა საუბარი, როცა 14 პარტიაა პარლამენტში. ტირანია როცა იყო, ვიცით. კონტექსტი იყო, რომ თუ 2, 3 პარტია იქნება პარლამენტში, ეს იქნება ტირანია. თუმცა, ეს ასე არ არის, ამერიკაში 2 პარტიაა, როგორც ვიცით” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაკო გომური შსს-ს სასამართლოში უჩივის
შემდეგი სტატიაკობახიძე: სააკაშვილს სანდრას დაჭერა უნდა