“ამერიკის ხმისა” და “ფოქს ნიუსის” რეპორტიორი, ზუგდიდელი ჟურნალისტი ნანა საჯაია, რომელიც ამჟამად NEWSMAX-ში მუშაობს, წერს, რომ ტელეკომპანიამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელესნკისთან ინტერვიუ ბოლო 35 დღეში უკვე მეორედ ჩაწერა.
ქართველი მკითხველებისთვის ნანა საჯაიამ ცალკე დაახარისხა და გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის მთავარი გზავნილები:
* “პრეზიდენტი ტრამპი აცნობიერებს, რომ პუტინი მას ატყუებს. მნიშვნელოვანია რომ ამას პრეზიდენტი ტრამპი თავისით ხედავს”
* “მინდა მჯეროდეს რომ თუ კი პუტინი დასკვნებს ვერ გამოიტანს, პრეზიდენტი ტრამპი მკაცრ, შეუქცევად სანქციებს გამოიყენებს.”
* “პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან ძალის დემონსტრირება მოიყვანს.”
* “მე მხარი დავუჭირე პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივებს [ცეცხლის შეწყვეტის შესახებ]. მან დაინახა რეალობა. პუტინი ერთ რამეს ამბობს, მერე კი გვბომბავს. მას არ სურს ომის დასრულება.”
* “პრეზიდენტმა ბაიდენმა ომის დასრულება ვერ მოახერხა. დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი ტრამპი ამას შეძლებს.”
* “გენერალი კელოგი უკრაინაში ჩამოვიდა და ორი ღამეა მასობრივი დაბომბვები არ მომხდარა.
ხალხი ხუმრობს, გენერალ კელოგს უკრაინული პასპორტი მივცეთ და აქ დავიტოვოთო, რომ ამეიკელები უფრო ხშირად უნდა ჩამოვიდნენ, რადგან რუსეთი ნაკლებ ბომბებს გვიშენს.
რას ნიშნავს ეს? პუტინი მიზანმიმართულად ბომბავს მშვიდობიან მოქალაქეებს, მაგრამ იგივეს არ შვება, როცა აქ ამერიკელები არიან. პუტინი ეცდება შეგვავიწროვოს, დაგვაშანტაჟოს, გაამწვავოს ვითარება, მაგრამ [როცა ამერიკელები უკრაინაში არიან] არ მიდის სრულ ესკალაციაზე.
ეს ერთ რამეს ნიშნავს – პუტინს ამერიკის ეშინია”.















