რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული – მაჭარაშვილი

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი ემსახურებოდა და ემსახურება რადიკალურ პროცესებს. რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული, რადგან ეს სჭირდება ქვეყანას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, კანონს ჰქვია „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, მაგრამ ისტორიაში შევა როგორც ეროვნული და სუვერენული ინტერესების დაცვის შესახებ კანონი, რადგან სათავე დაუდო სუვერენიტეტის შენარჩუნებას და ეს მთელმა მსოფლიომ დაინახა.

„სალომე ზურაბიშვილს რაიმეს მობილიზების თავი რომ ჰქონოდა, ბილბორდებზე „ქართული ოცნების“ ლიდერები კი არ იქნებოდნენ წინასაარჩევნოდ გამოკრული. მან მობილიზება შეიძლება, მაქსიმუმ გიორგი მსხილაძეს გაუკეთოს, რომელიც პარლამენტში იტანჯება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა – შოთა ხაბარელი
შემდეგი სტატიაპარლამენტის ეზოში ნიღბიანი სამართალდამცავები შეიყვანეს