რა თქმა უნდა, შეცდომისკენ მივდივართ, სად რა გაიპარა, ამის ანალიზს გავაკეთებთ – ვახტანგ გომელაური პანკისის მოვლენებზე

რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, ჩვენი მოქალაქე დაშავდა. რა თქმა უნდა, შეცდომისკენ მივდივართ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, იზიარებს თუ არა შს მინისტრ, გიორგი გახარიას განცხადების პათოსს, რომ 21 აპრილს პანკისში შეცდომა იყო დაშვებული და რომ პასუხისმგებლობა ყველა უწყებას ეკისრება

როგორც გომელაურმა, პარლამენტში, პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, სად რა შცდომა იქნა დაშვებული, შესაბამის ანალიზი გაკეთდება.

„სად რა გაიპარა, ამის ანალიზს გავაკეთებთ. ამის შემდეგ ვიტყვით, რომ ვთქვათ – ეს იყო შეცდომა, ან არ იყო შეცდომა, ან ძალოვნების შეცდომა იყო , თუ ვისი შეცდომა იყო. აქედან გამომდინარე, გავაკეთებთ ანალიზს“, – განაცხადა გომელაურმა

banner
წინა სტატიაშიამსტერდამში ბენზინისა და დიზელის მანქანებს აკრძალავენ
შემდეგი სტატიაქუცნაშვილი: ბევრი იქ ფიქტიურად ქორწინდება ისე, რომ მეუღლესაც არ აგებინებს