“რა თქმა უნდა, რეიტინგის შემცირების პროცესი ვიგრძენი სამი წლის განმავლობაში”

მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა და აქ არ გავჩერდები

ექს-პრემიერ, ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი რეიტინგი ბოლო სამი წლის განმავლობაში შემცირდა, რაშიც აგიტაციურმა მედიასაშუალებებმა დიდი წვლილი შეიტანეს.

ტელეკომპანია “ტაბულას” კითხვაზე, როგორ აფასებს მის რეიტინგს საზოგადოებაში, ხომ არ ფიქრობს, რომ ის შემცირდა, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, რეიტინგი ცოტა შემცირებულია.

“რა თქმა უნდა, შემცირების პროცესი ვიგრძენი სამი წლის განმავლობაში. აგიტაციურმა მანქანამ, რომელსაც ოპოზიციური ძალები ფლობენ, კარგად იმუშავა. ეს არ არის თავისუფალი მედია და ოპოზიციურად განწყობილი, რასაც იბრალებენ. რაღაც ეტაპზე და დროს, ამას ვგრძნობდი კვლევებით, რომ მერყეობდა დამოკიდებულება. პირადად ჩემზე, არ ვატარებდი კვლევებს, მაგრამ გუნდთან, რა დამოკიდებულებაც დავტოვე, ეს ჩემზეც გადმოდის. შეიძლება, პროპორციულად არა, მაგრამ აისახება და მიმანიშნებელია. ერთში ვარწმუნებ საზოგადოებას – თუ შევხედავ, რომ ეს ნდობა არ არის, ვალდებულების გრძნობა მომეხსნება და გარწმუნებთ, მხოლოდ ამით ვმოქმედებ. მიუხედავად ამ აგიტაციური მედიისა, რომ მე აქ ვმდიდრდები და ფულს ვაკეთებ, მხოლოდ იმისთვის ვაკეთებ ყველაფერს, რომ დავეხმარო. სხვა ინტერესი არ გამაჩნია”, – განაცხადა ივანიშვილმა “ტექნოპარკში” ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ ყველაფერი ისეა, როგორც აგიტაციური ტელევიზიები ამტკიცებენ, ან სხვა მიზეზით აღარ იქნება ივანიშვილი საინტერესო, ეს იქნება მისთვის დიდი ტვირთის მოხსნა.

“როგორც კი ამას ვიგრძნობ, რომ ეს ასე არ არის, არც ერთ შემთხვევაში, თავს არ შევაწყენ საზოგადოებას და არც თქვენ მათ რიცხვში. სიამოვნებით წავალ და საპენსიო ასაკიც ახლოს მაქვს და უამრავი ჰობი მაქვს, კარგად ვიცხოვრებ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: თუ არჩევნებში ვნახე, რომ ჩემი აღარ სჯერათ, თქვენც დაგემშვიდობებით და საზოგადოებასაც
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის თანადგომა, რათა ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს