“რა თქმა უნდა, პოლიტიკა და “მაესტრო” დღეს განუყოფელია“ – გიორგი ვაშაძე

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

მაესტროს შესახებ მმართველი კოალიციის წარმოადგენლები აკეთებენ განცხადებებს. საპარლამენტო უმრავლესობა კატეგორიულად გამორიცხავს პოლიტიკურ დაინტერესებას ტელეკომპანიის მიმართ.

“ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ამ ქვეყანაში იყოს მედია პლურალიზმი, ჟურნალისტებს, მედია საშუალებებს ქონდეთ საქმიანობის თავისუფლება და არ დაირღვეს მათი უფლებები,“ – აცხადებს ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ მმართველი გინდი დაინტერესებულია არხზე მიმდინარე პროცესებით, განსაკუთრებით საარჩევნო წელს, რადგან მათი შეფასებით, უმრავლესობას სურს მისთვის სასურველი საინფორმაციო ველი შექმნას.

„ის, რაც დღეს მაესტროში ხდება, მე მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს დაკავშირებულია მოახლოებულ არჩევნებთან. წინასაარჩევნოდ ზოგი ფინანსური რესურსების, ზოგი კი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს ხელში ჩაიგდო მედიასაშუალებები. ამიტომ, რა თქმა უნდა, პოლიტიკა და მაესტრო დღეს განუყოფელია,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიიაცენუკი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე რადას კენჭისყრის ჩატარებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაგანათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს