რა თქმა უნდა, დაკავების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მოძალადე იყოს იდენტიფიცირებული და დაკავებული. მისი თქმით, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება:

“ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ გვაქვს იდენტიფიცირების ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობები, შესაბამისად, დაკავებულთა რაოდენობა ლოგიკურად გაიზრდება…

ახლა ბევრად მაღალია მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ბევრად მეტი მოძალადის იდენტიფიცირება არის განხორციელებული, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს მნიშვნელოვანია პრევენციისთვის. არიან უსინდისო მოძალადეები, რომელთა ადგილიც არის იქ, სადაც უნდა იყოს, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ბოლომდე მივიყვანთ გამოძიება”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში2022 წლის თებერვალში სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ – ვლადიმირ პუტინი
შემდეგი სტატიაევროპა პანაცეა არ არის, ბატონი გებელსიც ევროპა იყო – კობახიძე