მამუკა ხაზარაძე პროკურაუტრაში დაიბარეს – “ძლიერი საქართველოს” ლიდერი გაბიტაშვილის უწყებაში მისვლას არ აპირებს და წერს, რომ მზად არის, ჩვენება მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მიცეს.
ხაზარაძის თქმით, “ქართულ ოცნებას” მისი დაკავება სურს:
როგორც ხაზარაძე წერს, ის გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივიდა „არაღიარებულ პარლამენტში“.
„პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე.
კიდევ ერთხელ ვამბობ – გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ“, – წერს ხაზარაძე.
პროკურატურამ, თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით დაიწყო.