რა თანხას მიიღებს აშშ-დან საქართველო და უკრაინა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რუსეთის ზეგავლენის საწინააღმდეგო კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

პროექტი სპეციალური ფონდის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც საინფორმაციო და პოლიტიკურ სივრცეში რუსეთის გავლენის დაძლევას მოემსახურება.

თანხების ნაწილს მიიღებენ საქართველო და უკრაინა.

 

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფონდისთვის 2018-2019 წლებში უნდა გამოყონ 250 მილიონი დოლარი. ეს თანხა დაიხარჯება ქვეყნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და იმ მექანიზმების დაცვაზე, რომელიც აუცილებელია არჩევნების ჩასატარებლად.

საუბარია ევროკავშირისა და NATO-ს იმ ქვეყნებზე, რომლებიც შესაძლოა, მოექცნენ რუსეთის ზეგავლენის ქვეშ და უსაფრთხოების განსამტკიცებლად საჭირო სახსრები არ გააჩნიათ.

ფონდში მობილიზებული თანხების ნაწილი NATO-ს და ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების – საქართველოსა და უკრაინის დახმარებაზე დაიხარჯება. თანხების გამოყენება შეეძლება სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რუსულ პროპაგანდას წინააღდმეგობას უწევენ.

სენატორებს ასევე სურთ დაავალდებულონ პრეზიდნეტი, რომ მან ყოველწიურად წარუდგინოს კომიტეტებს რუსეთის მიერ კონტროლირებად და მოსკოვის სპონსორობით მომუშავე მედიასაშუალებების სია.

აღნიშნულ ინიციატივას ცოტა ხანში სენატის მთლიანი შემადგენლობა განიხილავს. კანონპროექტი პრეზიდენტის მაგიდაზე მოსახვედრად, აუცილებელია ის წარმომადგენელთა პალატაშიც დაამტკიცონ.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – რუსეთი იყენებს სამხედრო ძალებს მეზობლებისთვის საფრთხის შესაქმნელად, ეს ვნახეთ საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში
შემდეგი სტატიააშშ რუსეთისათვის სანქციების გამკაცრებაზე საუბრობს